მიიღე მონაწილეობა 2023

ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერება
მომავალი თაობისთვის!

რა არის ეკონომიკის ოლიმპიადა?

ეკონომიკური და ფინანსური განათლების ადრეულ ასაკში მიღების მნიშვნელოვან და გრძელვადიან გავლენას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ძალიან ცოტა საგანმანათლებლო სისტემა აღიარებს. ეკონომიკის ოლიმპიადა არის ჩეხეთის რესპუბლიკაში მდებარე ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) ინიციატივა. მისი მიზანია მოზარდებში ეკონომიკის შესაწავლის მიმართ ინტერესის გაღვივება. დღესდღეობით ეკონომიკის ოლიმპიადა 7 ქვეყანაში იმართება. 2023 წელს Economic Fundamentals Initiative (EFI)-ის მცდელობით  ოლიმპიადას კიდევ 8 ქვეყანა შეუერთდება.

როგორ მიმდინარეობს ეკონომიკის ოლიმპიადა?

ეკონომიკის ოლიმპიადა 4 რაუნდისგან შედგება - სასკოლო, რეგიონული (ნებაყოფლობითი), ეროვნული და საერთაშორისო. საერთაშორისო რაუნდში თითოეული ქვეყნიდან 5 საუკეთესო მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.

  • სასკოლო რაუნდი

    მონაწილეობა შეუძლიათ ეკონომიკური განათლების არმქონე მოსწავლეებს. ბარდება ონლაინ ტესტი. საუკეთესო მონაწილეები შემდეგ ტურში გადავლენ.

  • რეგიონული რაუნდი

    ონლაინ ან ფიზიკურ რეჟიმში, ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით.

  • ეროვნული რაუნდი

    ერთდღიანი ღონისძიება ქვეყნის 200 საუკეთესო კონკურსანტისთვის.

  • საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადა

    თითოეული ქვეყნიდან 5 მოსწავლე გაემგზავრება სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 2023 წლის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად! ოლიმპიადა გაგრძელდება 2-4 დღის განმავლობაში. მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შეიძინონ ახალი მეგობრები, ესტუმრონ ახალ ქვეყანას და მოუსმინონ  მოწვეულ სპიკერებს.

მოემზადე წარმატებისთვის!

ეკონომიკის ოლიმპიადა განკუთვნილია 14-20 წლის მოსწავლეებისთვის. მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო ფორმალური ეკონომიკური განათლება, შეუდექით წარმატებისკენ მიმავალ გზას. წაიკითხეთ EFI-ის უფასო გამოცემა „საღი აზრის ეკონომიკა“ და თვალი გადაავლეთ ჩვენს მდიდარ და საინტერესო ბიბლიოთეკას.

მიიღეთ წიგნიგადახედეთ ბიბლიოთეკას

ეკონომიკის ოლიმპიადა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს მთელ მსოფლიოში ფინანსური და ეკონომიკური განათლების გავრცელებას.

ალექსანდერ სკოურასი
ეკონომიკური ოლიმპიადის ქვეყნის ორგანიზატორი
საბერძნეთში KEFiM-ის პრეზიდენტი
წლების განავლობაში პოლიტიკოსების მიერ ან სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელებული ეკონომიკური პოპულიზმი გაბათილებას საჭიროებს. მოხარული ვარ, რომ ეკონომიკის ოლიმპიადის მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ შეიძინონ სწორი ეკონომიკური ხედვა და მოიკვლიონ ხელფასების დონეების  რეალური მიზეზები  და საერთაშორისო ვაჭრობის განმაპირობებელი ფაქტორები.
მონიკა ბუძაკი
სლოვაკეთში ეკონომიკის ოლიმპიადის დირექტორი

სიმართლე გითხრათ, ეკონომიკაში დიდად გარკვეული არ ვიყავი. არასდროს დავინტერესებულვარ და არც მიცდია მისი შესწავლა. "საღი აზრის ეკონომიკამ" მთლიანად ამოატრიალა ეკონომიკის ჩემეული გაგება. ახლა თავდაჯერებით შემიძლია განვაცხადო, რომ ეკონომიკის შესწავლა ყველას შეუძლია.

მალიკა შავკიევა
მოსწავლე უზბეკეთიდან


... ჩემი აზრით ეს ღირსეული წამოწყებაა. ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები, გარდა იმისა, რომ სახალისო და საინტერესოა, ამავდროულად სასარგებლო და მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.


პროფ. თომას ჯ. სარჯენტი
ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში / აშშ

ქვეყნები

შენს ქვეყანაში 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდი EFI-ის ადგილობრივ პარტნიორს.

სომხეთი

ქცევითი ეკონომიკური გადაწყვეტილებების ცენტრი არის ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის ორგანიზატორი.

შეიტყვე მეტი

საქართველო

საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა არის ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის ორგანიზატორი.

შეიტყვე მეტი

კოსოვო

რეინვესტირების ინსტიტუტი არის ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის ორგანიზატორი.

შეიტყვე მეტი

ყირგიზეთი

საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ინსტიტუტი არის ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის ორგანიზატორი.

შეიტყვე მეტი

ჩრდილოეთი მაკედონია

ლიბერალური ალტერნატიული ინსტიტუტი არის ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის ორგანიზატორი.

შეიტყვე მეტი

უკრაინა

ბენდუქიძის თავისუფალი ბაზრის ცენტრი არის ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის ორგანიზატორი.

შეიტყვე მეტი

ყაზახეთი

„Bilim Barine“ 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის ორგანიზატორი.

შეიტყვე მეტი

აზერბაიჯანი

ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრი არის 2023 წლის ეკონომიკის ოლიმპიადის რეგიონალური ორგანიზატორი.

შეიტყვე მეტი

დაგვიკავშირდი!

ეკონომიკის თემაზე სტატიებისა და ვიდეოების სანახავად დღესვე გამოიწერე ჩვენი სიახლეები.

გმადლობთ! თქვენი განაცხადი მიღებულია!
დაფიქსირდა შეცდომა.